რელიგია
უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო მოვლენები რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა ილია მეორესთან განიხილა

     საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს:
„2018 წლის 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა. უახლოეს პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა.