უცხოეთი
მცდელობა ნომერი სამი: ქართველი „პატრიოტები" კვლავ მოსკოვში იმყოფებიან

     საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. დეპუტატები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე რუს დეპუტატებს შეხვდებიან.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები პარლამენტარიზმის განვითარების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში რუს კოლეგებთან შეხვედრებს გამართავენ, იუწყება РИА Новости რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერ პეტრე ტოლსტოიზე დაყრდნობით.

პირველი საერთაშორისო ფორუმი სახელმწიფო სათათბიროს ინიციატივით მოსკოვში, ВДНХ-ს ტერიტორიაზე 4-5 ივნისს იმართება. მოსალოდნელია, რომ ფორუმი სახელმწიფო სათათბიროს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ყოველწლიურ მოვლენად იქცევა.

„იმედი მაქვს, რომ ეს (დიალოგი) რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ჩვენ დსთ-ის საკითხებისა და საერთაშორისო საკითხების კომიტეტების ძალისხმევით გვაქვს ცოდნა, ეს დიალოგი როგორ ვაწარმოოთ", — აღნიშნა ტოლსტოიმ.

ამ დროისთვის მოსკოვში იმყოფებიან დეპუტატები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" ოპოზიციური პარტიიის პრეს-სამსახურში.

ვიზიტის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

„პატრიოტთა ალიანსის" წევრები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში 150-დან ექვს სადეპუტატო მანდატს ფლობენ, მოსკოვში საკუთარი ინიციატივით დადიან.

sputnik-georgia.com