რფ-ის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ნიკოლაი ზემცოვი დესტრუქციული საქმიანობისა და კორუფციისთვის „უკვდავი პოლკის“ ხელმძღვანელობიდან გააგდეს, ახლა საქართველოში მისი თანამონაწილეების ჯერია
პოლიტიკა
რფ-ის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ნიკოლაი ზემცოვი დესტრუქციული საქმიანობისა და კორუფციისთვის „უკვდავი პოლკის“ ხელმძღვანელობიდან გააგდეს, ახლა საქართველოში მისი თანამონაწილეების ჯერია

     როგორც „Орловские новости“ იუწყება, 2018 წლის 1 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ორიოლის ოლქიდან, პარტია „ედინაია როსიას“ წევრი ნიკოლაი ზემცოვი მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ ხელმძღვანელობიდან გადააყენეს. მანამდე რეგიონებში რუსეთის პრეზიდენტ ვ. პუტინის ადმინისტრაციიდან ინსტრუქციები დააგზავნეს, რომლებშიც ლაპარაკი იყო ნიკოლაი ზემცოვის მითითებებისა და ინსტრუქციების იგნორირების აუცილებლობაზე, აგრეთვე იმაზე, რომ „უკვდავი პოლკის“ ყრილობის მონაწილეებმა უნდა უგულებელყონ ზემცოვის რიგი მომხრეებიც, რომლებიც მის დესტრუქციულ საქმიანობას მხარს უჭერენ (საქართველოში, რომელსაც ის არაერთხელ ინკოგნიტო ეწვია, მისი პარტნიორები და წარმომადგენლები არიან რ. გოგიძე და ლ. ზახაროვა - იხ. ბოლო კონფერენციის პრეზიდიუმში).

მაშ ასე, „უკვდავი პოლკის“ ყრილობის მონაწილეებმა რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინსტრუქციები შეასრულეს - ნიკოლაი ზემცოვი ხელმძღვანელობიდან გადააყენეს და მანდატის ჩამორთმევით დაემუქრნენ. საგულისხმოა, რომ დუმის დეპუტატად ნიკოლაი ზემცოვი ორიოლის ოლქიდან აირჩიეს, სადაც მანამდე მასზე პრაქტიკულად არავინ არაფერი იცოდა(?!). ხოლო გასული, 2017 წლის თებერვალში რუსეთის სახალხო არტისტმა, „უკვდავი პოლკის“ თანათავმჯდომარემ ვასილი ლანოვოიმ, კერძოდ, განაცხადა: „“უკვდავი პოლკის“ წესდებაში შეტანილია ცვლილებები, რომლებისთვისაც ყრილობას კენჭი არ უყრია! ნიკოლაი ზემცოვი ღონისძიებების მზადების შესახებ თანათავმჯდომარეებსაც კი არ აყენებს საქმის კურსში და ამის ნაცვლად აქტიურად აითვისებს სახელმწიფო გრანტებს - არანაკლებ 15 მილიონი რუბლისა 2015 და 2016 წლების განმავლობაში“.

საქინფორმმა
არაერთხელ მიუთითა ნიკოლაი ზემცოვის და საქართველოში მისი ზემოხსენებული თანამონაწილეების ავანტიურულ და პროვოკაციულ საქმიანობაზე ღია წერილში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. კარასინს, ასევე ღია წერილში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გ. კვირიკაშვილს და ღია წერილში საქართველოს ექსპრემიერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბ. ივანიშვილს.

საქინფორმი
2018 წლის 6 ივნისი
საქართველო, თბილისი