სამართალი
პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომის მოწვევას აპირებს

      საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.

მისივე ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ოთხშაბათს მოხდება.

როგორც ცნობილია, რიგგარეშე სხდომაზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეს გამოიძიებს.

კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია. კვოტების გადანაწილება გუშინ კონსულტაციების შედეგად მოხდა.