სამართალი
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მოწმეების გამოკითხვა განახლდა

     საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მოწმეების გამოკითხვა განახლდა. საგამოძიებო ორგანოში ოთხი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

მოწმეები გამომძიებლების კითხვებს თანმხლებ პირებთან ერთად პასუხობდნენ.

შსს-ში შესვლამდე მოწმეებს და მათ უფლებადამცველებს კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებიათ, ამიტომ უცნობია, ფლობენ თუ არა ისინი რაიმე დამატებით ინფორმაციას ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ.

შსს-მ განახლებული გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის შვიდი მოწმე გამოჰკითხა, აქედან ხუთი - არასრულწლოვანი, ორი კი 51-ე სკოლის პედაგოგი.