საზოგადოება
გამოსაშვები გამოცდებისთვის რეგისტრაცია 14 თებერვალს დაიწყება

resurscentriსკოლებში გამოსაშვები გამოცდებისთვის, მოსწავლეთა რეგისტრაცია 14 თებერვალს დაიწყება და 25 მარტამდე გაგრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეები რეგისტრაციას საკუთარ სკოლებში ელექტრონული ფორმით გაივლიან, ექსტერნებმა კი ამავე ფორმით რეგისტრაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში უნდა გაიარონ.

„რეგისტრაციისას მათ თავიანთი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გამოცდის ჩაბარების ენა და ის უცხო ენა უნდა მიუთითონ, რომელსაც სკოლაში სწავლობდნენ და რომლის ჩაბარების სურვილიც აქვთ მისაღებ გამოცდებზე,“– აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მონაცემებში ცვლილებების შეტანა აღარ მოხდება. მოსწავლე და ექსტერნი მოსაწვევს მიიღებს, სადაც მითითებული იქნება გამოცდებზე გამოცხადების დრო და ადგილი.