საზოგადოება
15 თებერვლიდან ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ნომრის პორტაბელურობის სისტემა ინერგება. შეგახსენებთ: აღნიშნული სისტემის შედეგად, "მაგთის", "ბილაინისა" და "ჯეოსელის" აბონენტი ნომრის შეცვლის გარეშე გახდება იმ ოპერატორის მომხმარებელი, რომელსაც თავად აირჩევს.
კომისიის ინფორმაციით, 16 თებერვლიდან ყველა მომხმარებელი შეძლებს, ნებისმიერ სერვის- ცენტრში მივიდეს პირადობის მოწმობით, დაწეროს განცხადება, რომ ერთი ოპერატორიდან მეორეზე გადასვლა სურს საკუთარი ნომრით.
კომისიის შეფასებით, ეს სისტემა ხელს შეუწყობს კონკურენციას, ოპერატორები უფრო მოქნილები გახდებიან და მომხმარებელს სხვადასხვა სატარიფო გეგმას შესთავაზებენ.
თავად კომპანიებიც არ მალავენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ კონკურენცია გამძაფრდება.