უცხოეთი
კოალიციური მთავრობის ფორმირებით იტალიაში სამთვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. იტალიის ახალი მთავრობა მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ, 53 წლის სამართლის პროფესორს, ჯუზეპე კონტეს, უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა.

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ახლა ნდობა პარლამენტის ორივე პალატამ უნდა გამოუცხადოს. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირაში გაიმართება.

კოალიციური მთავრობის ფორმირებით იტალიაში სამთვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.

rustavi2.ge