მხატვართა კავშირის ახალ თავმჯდომარეს და თანათავმჯდომარეებს დღეს აირჩევენ

კანდიდატებისთვის განაცხადების შეტანის ვადა გუშინ ამოიწურა. ამ დროისთვის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის; გურამ ცერცვაძე, გია გუგუშვილი და გია ბუღაძე დღეს საგანგებო ყრილობაზე ხელოვანთა წინაშე სპეციალური პროგრამებით წარსდგებიან.
კავშირის წევრები ყრილობას "თბილისი არტ ჰოლში" გამართავენ. მხატვართა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ გია ჯამბერიძემ თანამდებობა 5 თვის წინათ, გამგეობის თხოვნით, დატოვა. შეგახსენებთ, რომ, უკვე რამდენიმე თვეა, ათასხუთასკაციანი მხატვართა გაერთიანება ხელმძღვანელობის გარეშეა.