IRI-ს ბოლო სოციოლოგიური კვლევით, „კურიერი“ ხალხისთვის ინფორმაციის მთავარი წყაროა და მას ხალხი ყველაზე მეტად ენდობა
საზოგადოება
IRI-ს ბოლო სოციოლოგიური კვლევით, „კურიერი“ ხალხისთვის ინფორმაციის მთავარი წყაროა და მას ხალხი ყველაზე მეტად ენდობა

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის დროს გაარკვია, საიდან იღებს მოსახლეობა ინფორმაციას. შეკითხვაზე - რომელი სატელევიზიო არხის საინფორმაციო გამოშვებას უყურებთ ყველაზე ხშირად? - პასუხები ასე გადანაწილდა: კურიერი“ - 44%, „იმედის ქრონიკა“ - 34%, „მოამბე“ - 3%, „ობიექტივის ახალი ამბები“ - 2%, „TV პირველისახალი ამბები - 2%.

კითხვაზე - რომელი ტელეარხის საინფორმაციო პროგრამას ენდობით ყველაზე მეტად? - პასუხებშიც 11%-იანი უპირატესობა რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს აქვს: კურიერსგამოკითხულთა 40% ენდობა, იმედის ქრონიკას“ - 29%, „ობიექტივის“, “TV პირველისადა მოამბისსაინფორმაციო გამოშვებებს კი - მოქალაქეთა 2-2 %.
პოლიტიკურ გადაცემების რეიტინგში პირველ ადგილზეა გიორგი გაბუნიას არჩევან(„რუსთავი 2“) - 33%, "იმედის კვირა" - 16%, „იმედის პირისპირ- 8%, ინგა გრიგოლიასრეაქცია- 4%, „განსხვავებულ აქცენტებ- 1%.

კითხვაზე - რომელ ქართულ ტელეარხს უყურებთ რეგულარულად? - პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 76% „ტელეიმედს ასახელებს, 72% - რუსთავი 2"-ს. რესპონდენტთა 20% საზოგადოებრივ მაუწყებელს უყურებს, 18% - TV პირველს“, 15% - მაესტროს.