Guardian: დასავლეთის მედია მზადაა, რუსეთის მოწინააღმდეგეთა ნებისმიერ პროვოკაციებს დაუჯეროს, რათა მას ზიანი მიაყენოს!
საზოგადოება
Guardian: დასავლეთის მედია მზადაა, რუსეთის მოწინააღმდეგეთა ნებისმიერ პროვოკაციებს დაუჯეროს, რათა მას ზიანი მიაყენოს!

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. „ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მოულოდნელმა აღდგომამ მოსკოვის სასარგებლოდ ითამაშა, გაამყარა რა მისი განცხადებები, რომ დასავლეთის მედია მზადაა, რუსეთის მოწინააღმდეგეთა ნებისმიერ პროვოკაციებს დაუჯეროს, რათა მას ზიანი მიაყენოს!“, - იუწყება Guardian. „მსგავსი ინსცენირება უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან წარმოუდგენელი იდიოტობა იყო, მაგრამ გაკვეთილი ათვისებულია - უკრაინიდან ოფიციალური შეტყობინებების ნდობა აღარ ღირს“, - ხაზს უსვამენ ბრიტანელი ჟურნალისტები.

„ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მოულოდნელმა აღდგომამ პრომოსკოვური მედია და ონლაინაქტივისტები გაახარა, - აღნიშნავს Guardian, - ახლა ისინი გრძნობენ, რომ მყარი მტკიცებულებები აქვთ ცრუ დროშის, რომლის ქვეშაც დასავლეთის პრესა მუშაობს“. „ცხადია, რომ საზოგადოებრიობა ნატოს ქვეყნებში კარგავს ჟურნალისტიკის რწმენას, რომლის შესახებ მათი ტელევიზია, რადიო და ინტერნეტი ელაპარაკება“, - ხაზი გაუსვა ტელეარხ RT-ის წამყვანმა აფშინ რათანზიმ და, უპირველეს ყოვლისა, CNN და BBC გააკრიტიკა. „ყველა ამ ორგანიზაციამ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ არ ამოწმებენ რუსეთისთვის ზიანის მიყენების მსურველი ძალებისგან მიღებულ ახალ ამბებს“, - დასძინა მან.

„ეს პირდაპირ ხელს აძლევდა რუსებს, რადგან გაამყარა მათი განცხადებები, რომ ყველაფერი მათი მოწინააღმდეგეების „პროვოკაციებია““, - გამოცემასთან კომენტარში ხაზი გაუსვა მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ ჰატჩინგსმა. „ეს უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან წარმოუდგენელი იდიოტობა იყო!“, - იუწყება საქმიანი გაზეთი „Взгляд“ Guardian-ზე დაყრდნობით.

Meduza-ს ინგლისური ვერსიის ჟურნალისტმა კევინ როტროკმა ხაზი გაუსვა: „ბაბჩენკომ და უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩვენ, ყველა, სულელებად გამოგვიყვანეს. ბოდიშს ვუხდი ჩემს ხელმომწერებს იმის გამო, რომ გავავრცელე ინფორმაცია, რომელიც სრული მონაჩმახი აღმოჩნდა. გაკვეთილი ათვისებულია - უკრაინიდან ოფიციალური შეტყობინებების ნდობა აღარ ღირს!“.