IRI: უმუშევრობა - 40%, ეკონომიკა - 23%, ტერიტორიული მთლიანობა - 10%
აქტუალური
IRI: უმუშევრობა - 40%, ეკონომიკა - 23%, ტერიტორიული მთლიანობა - 10%

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის (IRI) შეკითხვაზე - რა არის მთავარი პრობლემები, რომელთა წინაშეც ამჟამად საქართველო დგას? - გამოკითხულთა 40% პასუხად უმუშევრობას ასახელებს, მეორე ადგილზეა ეკონომიკა - 23%. რესპონდენტთა 10%-ისთვის კი მთავარი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. გამოკითხულთა 3% ქვეყნის მთავარ გამოწვევად სოციალურ პრობლემებს მიიჩნევს, 2% კი დანაშაულს ასახელებს.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა. IRI-ს კითხვებს მოსახლეობამ 2018 წლის 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა.