პუბლიკაციები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის შვიდი ღონისძიება

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი.

გლდანის რაიონის გამგებელს და მის მოადგილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტს, წერილობით მომართა ქ.თბილისის გლდანის რაიონში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა, ავთანდილ შუბაშიკელმა, სადაც იგი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდა გლდანის რაიონის გამგებლის და მისი მოადგილეების მიმართ იმ ყურადღებისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც რაიონის გამგეობა რაიონში მცხოვრები ვეტერანებისადმი იჩენს.

გლდანის რაიონში 3000 -მდე ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლობასა და გლდანის რაიონის გამგეობას, სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე, ყოველდღიურად ათამდე ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი მიმართავს და არც ერთი მათგანი არ რჩება კვალიფიციური დახმარებისა და ყურადღების გარეშე“, -_ნათქვამია წერილში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის გადაწყვეტილებით, რეგიონული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ თოფურიამ, გლდანის რაიონის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს, მოადგილეებს_ლევან ნაროუშვილს, ზურაბ ქაშიაშვილსა და ნანა ციმაკურიძეს, რაიონში მცხოვრები ვეტერანების მიმართ გაწეული დახმარებისა და მათ მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისათვის, სამადლობელი სიგელები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვიმპელები გადასცა.

18
შშმ ვეტერანს თანამედროვე ტიპის პროთეზები დაუმზადდება

ვეტერანების
საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია ,,ottobock”-ს და შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს საპროთეზო საშუალებების დამზადება/მორგების მიზნით 18 შშმ ვეტერანი გაისინჯა.

კონსულტაცია
ვეტერანებს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრისბაზაზე, გერმანიიდან, კომპანია ,,ottobock”-იდან მოწვეულმა, მაღალი კვალიფიკაციის პროთეზისტ-სპეციალისტმა, ტიგრან გარიბკომ გაუწია.

თანამედროვე პროთეზები, რომელიც ბენეფიციარებს დაუმზადდება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს. ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე დაესწრნენ.

შეხვედრა სამხედრო ატაშეებთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, თბილისში სპირიდონ კედიას ქუჩაზე, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის, რომლის სარემონტო სამუშაოებიც ინტენსიურად მიმდინარეობს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვაში დახმარება და ურთიერთთანამშრომლობის საერთო ფორმატის მოძებნა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად იყო ასახული ის ამოცანები და გამოწვევები, რომელიც აღნიშნული ჰოსპიტლის გამართული ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

"ეს ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ის, რაც მნიშვნელოვანი ვეტერანებისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. დღეს, როდესაც საუბარია საქართველოს სამხედროების თავსებადობაზე ნატო- სამხედროებთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა სამხედრო პოტენციური ვეტერანია და ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ სახელმწიფო იზრუნებს მათზე აქტიური სამსახურის მერეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს მოტივაციის დაწევას მოქმედ თუ მომავალ სამხედრო მოსამსახურეებში. სწორედ ვეტერანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება ჩვენი საქმიანობა და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ამ ჰოსპიტალის დროული და ხარისხიანი ფუნქციონირება. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ მოვძებნოთ თანამშრომლობის საერთო ფორმატი და კოორდინირებულად, ყველამ ერთად, თქვენი დახმარებით, ეს სურვილი ვაქციოთ რეალობად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა ვერ მოვახერხოთ ამ გეგმის გაწერილ ვადებში დასრულება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი დახმარებით ამ ვადებში ჩავეტევით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა", - აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ სიტყვით გამოსვლისას და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, თავდაცვის სამინსიტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეკავშირე ოფიცერი თავდაცვის სამინისტროსთან, ჯორჯ ადამსონი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი მედიცინის დარგში, ჯინ უოლენი, უკრაინის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ევგენი ორლოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, ელჰან იმამვერდიევი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ აბაშიძე, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ლევან ჯუღელი, სსიპ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე დავეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

ვლადიმერ იმნაძემ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, სპირიდონ კედიას 7 ნომერში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის შენობაში, მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ცნობილია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის შენობის რამდენიმე სართულზე, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი გადავა.

ჰოსპიტალის დირექტორის, ლევან ჯუღელის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დამთავრდება და ჰოსპიტალი დაიწყებს მუშაობას.

უხუცეს ვეტერანებს, გიორგი ჭველიძეს და სამსონ ოგანესიანს ღირსების ორდენები გადაეცათ

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ბორჯომში მცხოვრები, გიორგი ჭველიძე და ახალქალაქელი, სამსონ ოგანესიანი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ.

ორდენი გიორგი ჭველიძეს და სამსონ ოგანესიანს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, იურიკ უნანიანთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ლიპატრიასთან და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მიმდინარე წლის 9 მაისს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ქართველმა გენერლებმა სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ‘გენერალთა კლუბის’’ ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, საქართველოს გენერლები შეიკრიბნენ და ერთმანეთს, ჩვენი ქვეყნის ყველა ჯარისკაცს, ვეტერანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ იმნაძემ მიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა მათი ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, მხნეობა და ერთიანი, ძლიერი საქართველო უსურვა: ‘აქ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა, ვაჟკაცობა, ცოდნა, გამოცდილება ჩადო სახელმწიფოს უსაფრთხოების, თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. გილოცავთ ყველას, მთელ საქართველოს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის 100 წლისთავს."

‘’გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ლორია: ‘’დიდ მადლობას გადავუხდი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ‘’გენერალთა კლუბის’’ ინიციატივას რომ მხარი დაუჭირა და დღევანდელი დღე შედგა! თქვენ და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ_თქვენი, გენერალიტეტის გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ხედვა და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გამოადგება ჩვენ სამშობლოს და შესაძლებელი გახდება, რომ ეს ჩვენი ძალისხმევა მოვახმაროთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გამთლიანების საქმეს.’’

შეკრებილთ ასევე სიტყვით მიმართეს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცეს: პოლიციის გენერალ-მაიორმა, დავით გულუამ, გენერალ-მაიორმა, გუჯარ ყურაშვილმა, გენერალ-მაიორმა, ზაზა გოგავამ, გენერალ-მაიორმა, მამუკა ყურაშვილმა,ბრიგადის გენერალმა, დავით ნაირაშვილმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა, ანზორ მარგიანმა, გენერალ-მაიორმა, გია ვაშაკიძემ, გენერალ-მაიორმა, ზურაბ ერქვანიამ, გენერალ-მაიორმა, შენგელი ფიცხელაურმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის მოადგილემ ,გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ:

‘’ ძალიან კარგი დღეა! აქ შეკრებილმა გენერლებმა, ბევრი ის ადამიანი დავინახეთ და გავიხსენეთ, ვინც ჩვენ აღზრდაში, სწავლასა და წარმატებაში, დიდი წვლილი შეიტანა. გვაქვს პატივი, ყველას ერთად, მთელ საქართველოს მივულოცოთ 26 მაისი_ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. მე მჯერა და მწამს, რომ საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმ ძლიერ, ერთიან საქართველოს, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით და რომლისთვისაც უფროსი თაობა იღწვოდა. ჩვენ, დღეს აქ შეკრებილი გენერლები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს_ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ, დღეგრძელობას, კეთილდღეობას და ერთიან, ძლიერ საქართველოს!26 მაისი! ეს დღე ჩვენია!’’.

ვლადიმერ იმნაძე OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის გენერალურ დირექტორს, ტიგრან ღარიბიანს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „ OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის გენერალურ დირექტორს, ტიგრან ღარიბიანს, შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს, თეა ერისთავს და ამავე ცენტრის მთავარ ორთოპედ-ტექნიკოს, ირაკლი გულბიანს უმასპინძლა. შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე დაესწრნენ.

მხარეებმა ის საკითხები განიხილეს, რომლის განხორციელებაც 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება მომავალში. აღსანიშნავია ასევე, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია 20-მდე შშმ ვეტერანს პროტეზირება თანამედროვე პროტეზებით.

კომპანია „OttoBock“- არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად მისი 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს მობილურობის აღდგენაში და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისათვის კომპანია საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებს.