სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს ჩრდილო კორეის საკითხზე შეთანხმებას
უცხოეთი
სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს ჩრდილო კორეის საკითხზე შეთანხმებას

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. რუსეთი მიესალმება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას, ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტების განვითარებას – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფხენიანში, ჩრდილო კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა, მხარი დაუჭიროს ჩრდილო კორეის საკითხზე შეთანხმებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტაქტებთან მიდგომა დელიკატურად მოხდეს. არ უნდა მოხდეს მკვეთრი მოძრაობები და პროცესის ხელოვნური ცვლილება. ეს საჭიროებს დროს და პაკეტის დეტალურ შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას, არამედ მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მდგრად მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ლავროვმა.

1tv.ge