სამართალი
ნიკოლ ფაშინიანის საკადრო პოლიტიკა რუსეთის ინტერესებისთვის დარტყმების მიყენებას აგრძელებს

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. თადარიგში გაუშვეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მოვსეს აკოფიანი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა რფ-ის თავდაცვის სამინისტროსთან, ფლობდა სახელმწიფო და თავდაცვით ინფორმაციას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. როგორც ჩანს, პრემიერის გარემოცვაში სახიფათოდ მიიჩნიეს სომხეთის გენშტაბში მოვსეს აკოფიანის ყოფნა. დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: ნიკოლ ფაშინიანი თავისი გარემოცვიდან იშორებს მოსკოვის ხალხს და ამგვარად სომხეთს ნატოსთან დაახლოებისთვის გზას უხსნის.

მანამდე გენშტაბიდან დაითხოვეს იური ხაჩატუროვი, აიკაზ ბაგმანიანი და ტიგრან ფარვანიანი, რომლებიც პრორუსულ ჩინოვნიკებად ითვლებოდნენ. და ეს ყველაფერი - ნ. ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ ვ. პუტინთან სოჭში, სადაც სომხეთის პრემიერი ხმამაღლა აცხადებდა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩება და რომ მოსკოვი - ერევნის სტრატეგიული პარტნიორია.

გასაგებია, რომ პრეზიდენტი პუტინი ნ. ფაშინიანის ასეთ „უცნაურ“ გადაწყვეტილებებს უყურადღებოდ არ დატოვებს, თუნდაც იმიტომ, რომ სომხეთის უმნიშვნელოვანესი სამხედრო და ეკონომიკური პრობლემები რუსეთის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.