სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას ქართველ და სომეხ ხალხებს შორის ღრმა კავშირებზე ილაპარაკა
აქტუალური
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას ქართველ და სომეხ ხალხებს შორის ღრმა კავშირებზე ილაპარაკა

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. თავისი სომეხი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო, სადაც შეხვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს დახვდა საპატიო ყარაული, აჟღერდა ორი ქვეყნის ჰიმნები. კვირიკაშვილმა და ფაშინიანმა ერთმანეთს წარუდგინეს თავიანთი დელეგაციების წევრები და შემდეგ შეხვედრა გამართეს.

ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებული და ეს კავშირი განუყოფელია. სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა. ეს გამოხატავს არა მხოლოდ ჩემი ხალხის, არამედ ჩემს პირად დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ", — განაცხადა ფაშინიანმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილ და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. ნიკოლ ფაშინიანი დაესწრო სომხეთის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას, ხოლო შემდეგ პრემიერთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე გაემართა.

ორდღიანი ვიზიტის დასრულებისას ფაშინიანი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება, სადაც რეგიონში კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურად სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდება.