ურთიერთშეთანხმების მემორანდუმზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს, ,,კრედიტინფო საქართველოსა” და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმდა, ტელევიზიით არაერთხელ ისაუბრეს. მემორანდუმის თანახმად, ბანკების ე.წ შავი სიები უნდა გაუქმებულიყო.
მისივე თქმით, მსესხებლის შესახებ უნდა ყოფილიყო ერთი საკრედიტო ისტორია, რომელშიც ერთიანად აისახებოდა მსესხებლის მიერ შესრულებული ან ვერშესრულებული ვალდებულებები. მსესხებლის საკრედიტო ისტორია უნდა შენახულიყო 7 წლის განმავლობაში.
კომერციული ბანკები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ ,,კრედიტინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია აღარ იქნებოდა მსესხებლისთვის სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა ტაოპრივატ ბანკში სულ სხვა რამეს ამბობენ.
ტაოპრივატ ბანკის საინფორმაციო განყოფილების ოპერატორი:
- შავი სია არ გაუქმებულა და შესაბამისად კრედიტინფოს სიაში არსებულ არც ერთ კლიენტზე არანაირი სახის სესხი არ გაიცემა.
- არც მათზე, ვისაც სესხი დაფარული აქვს?
- არა, ვიდრე არ გავა ის ვადა, რომელსაც შავი სია ითვალისწინებს.
- მაშინ რისთვის გაფორმდა მემორანდუმი კრედიტინფოსა და ეროვნულ ბანკს შორის?
- უბრალოდ, 7 წლის ნაცვლად „გაშავებული“ კლიენტი ბანკთან 5 წლის განმავლობაში ვერ ითანამშრომლებს...