უცხოეთი
მარეკ კუხჩინსკი - საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს გარეთ დატოვება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. პოლონეთი ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის მიღების მხარდაჭერით გამოდის. ამის შესახებ სეიმის მარშალმა მარეკ კუხჩინსკიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობას. ამ სახელმწიფოების კავშირის გარეთ დატოვება სტაბილურობას უქმნის საფრთხეს”, – აცხადებს სეიმის მარშალი.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ კავშირის კარი ღია უნდა იყოს ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ნატო-ს ფასეულობებსა და ვალდებულებებს იზიარებს”, – აღნიშნა მარეკ კუხჩინსკიმ.

1tv.ge