საზოგადოება
ექსპერტები განიხილავენ დღევანდელ რუსეთში მიმდინარე პროცესებს

ambasadoriდღეს, 11 თებერვალს, სასტუმრო “ამბასადორში” გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე “რუსეთი დღეს: მოდერნიზაციის გეგმები და მისი შესაძლო გავლენა რეგიონის სტაბილურობაზე”.

ერთდღიან სემინარში, ქართველი ექსპერტების გარდა, მონაწილეობას ღებდნენ პოლიტოლოგები რუსეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ესტონეთიდან და თურქეთიდან.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს სემინარის ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებმა მოისმენეს მოხსენებები რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, მის სავარაუდო გავლენაზე საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე.

ღონისძიების ორგანიზატორია ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ასევე, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი და სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი.