აქტუალური
ქართველი ველომრბოლელები „მოსკოვის გრან პრი“-2018-ში მიიღებენ მონაწილეობას

     საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ველოტრეკ „კრილატსკოეზე“ გაიმართება საერთაშორისო შეჯიბრება ველოსპორტში „მოსკოვის გრან პრი“. წელს მასში სპორტსმენთა რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის ტრეკზე ერთმანეთს შეხვდებიან ტიტულოვანი ველომრბოლელები, საერთაშორისო ასპარეზობების გამარჯვებულები და პრიზიორები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ჩეხეთიდან, იაპონიიდან, რუსეთიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, კანადიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან და სხვა. საქართველოს ნაკრებს 3 სპორტსმენი წარმოადგენს.

ტურნირში პირველად მიიღებენ მონაწილეობას ველომრბოლელები იაპონიიდან, კანადიდან და რუმინეთიდან. მიღებული განაცხადების საერთო რაოდენობა 350-ზე მეტია. „წლევანდელი „მოსკოვის გრან პრის“ მთავარი განსხვავებაა წამყვანი უცხოელი სპორტსმენების განაცხადთა დიდი რაოდენობა. ველოდებით დაახლოებით 130 მრბოლელს ახლო და შორეული საზღვარგარეთიდან, რასაც შეჯიბრება მაღალ დონეზე გაჰყავს. „მოსკოვის გრან პრი“ ჩვენთვის დიდი შეჯიბრების ჩატარებაზე გამოცდა და მსოფლიოს თასზე დამიზნება იქნება“, - განაცხადა რუსეთის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიაჩესლავ ეკიმოვმა.