უცხოეთი
ტრამპმა კიმ ჩენ ინის წერილით აცნობა, რომ აღარ შეხვდება

     საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს წერილით აცნობა, რომ 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას არ მიღებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოგვიანებით თეთრ სახლში საგანგებო განცხადებაც გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ უგუნურ ნაბიჯს უპასუხოს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ოფიციალური ფხენიანიც. საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ დროს მზადაა.

საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამიტიდან გასვლის შესახებ კიმ ჩენ ინმა სამწუხარო უწოდა. დონალდ ტრამპის მიმართვის შემდეგ ფხენიანმა ბირთვული ობიექტის დემონტაჟის ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა. ბირთვული გამოცდებისთვის განკუთვნილი პოლიგონი გუშინ გაანადგურეს.

rustavi2.ge