სამართალი
მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა, – როგორც პირველი არხის ჟურნალისტი პრაღიდან იუწყება, ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ქონებრივ საკითხებზეც ვისაუბრეთ. მრავალი წლის მუშაობის შემდეგ დადებითად გადაწყდა მოსკოვში ჩვენი საელჩოს შენობის საქართველოსათვის კუთვნილებაში გადაცემის საკითხი. ჩვენმა საგარეო უწყებამ საკმაოდ წარმატებულად დაასრულა ამ საკითხზე მუშაობა, რაც მისასალმებელია. ძალიან კარგად იმუშავა ამაზე ჩვენმა ინტერესთა სექციამ რუსეთში“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.