საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის მოსახლეობა ლადო ვარძელაშვილს ხალხის კუთვნილი ტერიტორიის უკანონოდ გასხვისებაში ადანაშაულებს. სოფელი ტირიფონის ვაკეზეა გაშენებული და ზეღდულეთის საკრებულოში შედის, ქალაქიდან კი 17 კმ–ითაა დაშორებული.
დღეს სოფელში არსებულ მძიმე სოციალურ ყოფას ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო ურთულებს გასხვისებული ტერიტორიები და დაკეტილი სასურსათო მაღაზიები, რომლითაც სოფელი წლების მანძილზე სარგებლობდა. მათ დასაბრუნებლად სობისელებმა არა ერთხელ მიმართეს განცხადებით იმჟამინდელ გუბერნატორს, თუმცა მას მათი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია. ხალხი ვარაუდობს, რომ ლადო ვარძელაშვილმა მათი მოთხოვნა იმ მიზეზით არ გაითვალისწინა, რომ მიწები თავად გაასხვისა. საჩივარი,რომელსაც 112 ადამიანი აწერს ხელს, პასუხს ელოდება.