უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - იერუსალიმში საელჩოს გადატანით, აშშ-ის რეპუტაცია ნულამდე დაეცა

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. იერუსალიმში საელჩოს გადატანით, აშშ-ის რეპუტაცია ნულამდე დაეცა, – ამის შესახებ TRT World-თან ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ-ისა და ისრაელის გადაწყვეტილებას არავითარი ღირებულება არ გააჩნია.
„გაერო-ში ჩატარებულმა კენჭისყრამ გვაჩვენა, რომ მსოფლიოსთვის საელჩოს გადატანა მიუღებელია. თუ ამბობ, რომ მაქვს ძალა, ფული და შემიძლია დაგაშინო, ამას სერიოზულად არავინ მიიღებს. იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია, ეს ყველამ იცის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge