საზოგადოება
ბრეთის მოსახლეობა მძიმე სოციალურ პირობებშია

bretiქარელის რაიონის სოფელ ბრეთის მოსახლეობა ზამთარს შეშის მარაგის გარეშე შეხვდა. ისინი გასათბობად ხეხილის ბაღებს ჩეხავენ. გასულ წელს გვალვისა და ურწყაობისგან განადგურებულმა მოსავალმა სოფელი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მით უფრო, რომ გვალვას ხანძარიც დაემატა, რამაც გლეხებს ვაშლის ბაღები გაუნადგურა.

დღეს სოფლის წინაშე მწვავედ დგას მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის საკითხი, რომლის მოგვარებასაც ბრეთელებს ამ გაზაფხულისთვის ჰპირდებიან. მაგრამ დაპირება თუ დაპირებად დარჩა, მომავალი ზამთარი სოფლის მკვიდრთათვის წლევანდელზე უარესი იქნება.

ფაქტი ისაა, რომ მათ მიმართ ყურადღება, როგორც ისინი ამბობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ გამოუჩენია.