სამართალი
კლუბი „ბასიანი" გაიხსნა

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. “ბასიანის” დამფუძნებლები იურისტთან და კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ერთად კლუბის ტერიტორიაზე შევიდნენ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიებები. დამფუძნებლები ამბობენ, რომ დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.

ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია კლუბის გახსნის ფაქტს დადებითად აფასებს, მისი თქმით, „ბასიანი” დახურვის წინაშე იდგა.

დადებითად ვაფასებ, არ ველოდით. ეს არის ჩემთვის და გუნდისთვის ახალი ამბავი. გუშინ რთული დღე იყო. დახურვის წინაშე ვიდექით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იდგა. გვქონდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა, მეტი დეტალები არ ვიცით”, - განაცხადა გეთიამ.