H1N1ვირუსით 50 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

H1N1ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 50 წლის დაინფიცირებული ქალბატონი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. ქალბატონის სახელი და გვარი ამ დრომდე არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში სულ გრიპის 423 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან H1N1 ლაბორატორიულად 377 პაციენტს დაუდასტურდა, B ტიპის ვირუსი 39-ს, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.