საზოგადოება
ზუგდიდის ახლადაშენებულ სპორტულ კომპლექსში წვიმიან ამინდში ვარჯიშები არ ტარდება

axalgazrdobis_sport-saminოთხიოდე წლის წინათ ზუგდიდის შემოსასვლელთან სპორტული კომპლექსი აშენდა, სადაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიება ტარდება და სპორტულ სექციებში სავარჯიშოდ დადიან ახალგაზრდები. მიუხედავად იმისა, რომ სენობა ახალაშენებულია, სახურავი დაზიანებულია, საძირკველი – მორყეული. სახურავიდან გამოჟონილი ნაწვიმარი წყალი კასრებითა და ვედროებით გააქვთ შენობიდან, ამიტომაც სპორტკომპლექსის შემოსასვლელ კარებთან ასეთი წარწერაა ,,წვიმიან ამინდში ვარჯიშები არ ტარდება”.

იმ ადგილას, სადაც ახლა სპორტკომპლექსია აშენებული, თურმე ეკლესია იდგა, ამიტომაც ზუგდიდის საზოგადოებრიობა და ეკლესიის მსახურნი კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, ნაეკლესიარზე სპორტკომპლექსი აშენებულიყო, მაგრამ მათი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული.

უნდა აღინიშნოს, რომ სპორტკომპლექსის მშენებლობას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ბეტონის ფილის ქვეშ მოჰყვნენ და გაიჭყლიტნენ.