პუბლიკაციები
საბაჟო ადმინისტრირებისა და საქართველოსთან სავაჭრო ტვირთების მონიტორინიგის შეთანხმების ხელმოწერაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

     საბაჟო ადმინისტრირებისა და საქართველოსთან სავაჭრო ტვირთების მონიტორინიგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების რეალიზაციის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა შეთანხმებას შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საბჭოსთან, რომელიც რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების რეალიზაციას ითვალისწინებს. ამავე განცხადების თანახმად, საქმე ეხება 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო პროდუქტების მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებს ადგენს. ეს შეთანხმება ასევე ეხება ტრასტფონდის ჩამოყალიბებას და, ასევე, სახელმწიფო კონტრაქტს რუსეთის ფედერაციასა და კომპანია SGS Société Générale de Surveillance SA-ს შორის. რუსეთის მხრიდან ორივე დოკუმენტს ხელი რუსეთის ფედერალური საბაჟოს ხელმძღვანელმა მოაწერა.
ამით რუსეთის ფედერაციამ დაასრულა პროცედურები, რომლებიც 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებით საბაჟო ადმინისტრირებისა და საქართველოსთან სავაჭრო ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებს ადგენს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.