სამართალი
27 წლის ქალიშვილი თაყვანისმცემელმა სასიკვდილოდ გაიმეტა

iaraghiქეთი კახნიაშვილი ჯონი ქოჩხიანმა იარაღის ერთი გასროლით მოკლა. თვითმხილველთა განცხადებით, ქოჩხიანი კახნიაშვილს ცოლობას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ მან კახნიაშვილს ჭრილობა ყელის არეში მიაყენა და თავადაც თავის მოკვლა სცადა. მაგრამ გასროლა საბედისწერო არ აღმოჩნდა და იგი ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში მკურნალობს. მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.