პარტიის მთავარი საბჭოს წევრის - თამარ ცინცაბაძის განცხადებით, აღნიშნული იდეა ისე შეიფუთა და განხორციელდა, რომ დაირღვა სამართლიანობის პრინციპი.
ვაუჩერი ურიგდება ყველა ოჯახს, გარდა პასიური მომხმარებლისა. ცინცაბაძის განცხადებით, ეს ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ არამიზნობრივად და არაეფექტურად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები.მისი განმარტებით, დახმარებას მიიღებენ ბანკირები, წარმატებული ბიზნესმენები, მინისტრები, პარლამენტარები, ხოლო უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, რომელთაც 6 თვის განმავლობაში 200 კილოვატი ელექტროენერგია გაჭირვების გამო არ დაუხარჯავთ, ამ დახმარებას ვერ მიიღებენ.
" ვაუჩერის, როგორც დოკუმენტის საჭიროება, პრაქტიკულად არც არსებობს, რადგან სადისტრიბუციო კომპანია, ავტომატურად ჩამოგაჭრით აღნიშნულ თანხას. გამოდის, რომ მაღალი ინფლაციის ფონზე, კვლავ არამიზნობრივად დაიხარჯა ათი ათასობით ლარი, რაც ვაუჩერის დაბეჭდვასა და შემდგომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მიერ მის დარიგებას დასჭირდა", - განაცხადა მან.
მისივე შეფასებით, ამ ღონისძიებით, კიდევ ერთხელ მოგებული დარჩა "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც კვლავ გამოიყენა საბიუჯეტო თანხები თავისი პიარკამპანიისთვის და ამომრჩევლებს თავი შეახსენა.