ყველაზე მეტ ფულს საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან აგზავნიან
აქტუალური
ყველაზე მეტ ფულს საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან აგზავნიან

     საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის აპრილში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 17,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 124 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობსამ ქვეყნიდან 2018 წლის აპრილში გადმორიცხეს დაახლოებით 35,3 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2017 წლის აპრილთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მთლიანი მოცულობიდან რუსეთის წილი აპრილში 28,5%-ია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის იანვარაპრილში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა და 478,8 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის ოთხ თვეში 137,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში აპრილში დაახლოებით 18,5 მილიონი დოლარი გადარიცხეს, რაც 19%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის აპრილში დაფიქსირდა. საერთო ჯამში საქართველოდან 2018 წლის პირველ ოთხ თვეში გადარიცხულია დაახლოებით 72,4 მილიონი დოლარი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.