უცხოეთი
ტერეზა მეი აცხადებს, რომ ღაზას საზღვართან მომხდარი ძალადობა „ტრაგიკული და შემაშფოთებელია“

     საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, ღაზას საზღვართან მომხდარი ძალადობა „ტრაგიკული და შემაშფოთებელია“.
როგორც ტერეზა მეიმ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ისრაელის შენაერთებმა ათობით პალესტინელი დახოცეს, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს.
ეს განცხადება ტერეზა მეიმ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
ერდოღანმა კი, რომელიც ბრიტანეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, სამძიმარი გამოუცხადა ყველა პალესტინურ ოჯახს, რომლებმაც ღაზას საზღვართან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახლობლები დაკარგეს.
ორშაბათს, მაშინ როცა იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა, პალესტინელებმა ღაზას საზღვართან საპროტესტო აქცია გამართეს.
დემონსტრაცია ისრაელის სამხედრო შენაერთებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაარბია, რასაც, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 60 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1tv.ge