ფიზკულტურას ჩოგბურთი ჩაანაცვლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა. თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლება დაინერგება. როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ჩოგბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას.
პირველ ეტაპზე შეირჩევა საჯარო სკოლები, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას განახორციელებს. ფედერაცია სამინისტროს მიერ შერჩეული სკოლების შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღჭურვასა და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებებს უზრუნველყოფს. 2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე, ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება მოხდა და ჯერჯერობით პოპულარობით სპორტის სამი სახეობა: ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი სარგებლობს.