„წერილს გწერთ, მეტი რა შემეძლება?..“ - ბაიდენმა მარგველაშვილი წერილით გააბედნიერა
საზოგადოება
„წერილს გწერთ, მეტი რა შემეძლება?..“ - ბაიდენმა მარგველაშვილი წერილით გააბედნიერა

     საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ჯო ბაიდენის წერილი გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ჯო ბაიდენი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს წერილიც სწორედ მისი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო. საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მზარდ მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

შევაფასეთ, რომ ახლა საქართველოსადმი მხარდაჭერა აშშ- მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ძლიერია, რაც, ჩვენდა სასიხარულოდ, ერთგვარი გაგრძელებაა წინა ადმინისტრაციის პოზიციის. მაგრამ ყველა გლობალურ საკითხთან ერთადირანი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგმნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ყურადღება მსოფლიოს ამ ნაწილზე, რადგან ამდენ კონკურენტულ კრიზისში ხანდახან ხდება ყურადღების გადატანა. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამერიკის საზოგადოებაში, კონგრესში, მოქმედ ადმინისტრაციაში იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობსა და ევროპის უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

დავით რაქვიაშვილის თქმით, მაიკლ კარპენტერმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს, საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა თავისი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება იქნეს გააქტიურებული აშშ-ის აკადემიურ წრეებში მხარდაჭერა იმისათვის, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი მიიღოს.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.