„გორჩაკოვის ფონდში სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევთან შეხვედრა გაიმართა
აქტუალური
„გორჩაკოვის ფონდში სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევთან შეხვედრა გაიმართა

     საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის დროს ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდს ეწვია“, - აღნიშნულია ფონდის საიტზე.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი შეხვდა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს რომან გრიშენინს და ფონდის ხელმძღვანელის მრჩეველს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალერი კენიაიკინს. მხარეებმა ურთიერთქმედებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების, სამხრეთ ოსეთის საექსპერტო საზოგადოებასთან თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

დიმიტრი მედოევმა მადლობა გადაუხადა გორჩაკოვის ფონდის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში დაიტერესებული არიან შემდგომი ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობით. თავის მხრივ, რომან გრიშენინმა მაღალი შეფასება მისცა სამხრეთ ოსეთის საექსპერტო საზოგადოების მონაწილეობას გოჩაკოვის ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებში“, - დასძენს წყარო.

შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, გორჩაკოვის ფონდის პროგრამების დირექტორი
დარია ლობანოვა.