უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელი დააკავა
უცხოეთი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელი დააკავა

     საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი დააკავა.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერი ელენა გიტლიანსკაია Facebook-ში წერს, „რია ნოვოსტის“ კიევის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამართალდამცავებს ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვა და შესაბამისი დასაბუთებაც გააჩნიათ.
ელენა გიტლიანსკაიას თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განმარტებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
“სამართალდაცველებმა დაადგინეს, რომ „რია ნოვოსტის“ იყენებდა, აგრესორი ქვეყანა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ახლა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“ -აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერი.

1tv.ge