აქტუალური
„რუსი რეპორტიორები“ თბილისში: რეალური ჟურნალისტიკის სკოლა

     საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ქართველმა და რუსმა მედიამენეჯერებმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში თემაზე ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა.

რუსი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ თბილისში, რათა ქართველ კოლეგებს ჟურნალისტიკის განვითარებაზე და გამოწვევებზე ესაუბრონ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“, რომელსაც საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით არაკომერციული ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორები“ ახორციელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ შეხვედრის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

რაც უფრო მეტად პროფესიონალია ჟურნალისტი, მით უფრო კარგად ესმი ერთმანეთის ქვეყნებს, სახელმწიფოებს, ადამიანებს. ჩვენი მიზანია ასევე რუსული ენის მხარდაჭერა“, — „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორების“ თავმჯდომარემ მიტრი მიხაილინმა. პროექტი რეალური ჟურნალისტიკის სკოლა ორ ეტაპს მოიცავს. ამჟამად რუსი მედიამენეჯერები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს ხვდებიან და განიხილავენ საკითხებს, რომლებიც რუსულენოვან ჟურნალისტიკას უკავშირდება.

გარდა ამისა, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში 2018 წლის 1 სექტემბრამდე ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ, შეიტანონ განაცხადი — გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები. საუკეთესო მასალების ავტორებს პროექტის მეორე ეტაპზე მოსკოვში მიიწვევენ, სადაც ისინი წამყვან რუს ჟურნალისტებს შეხვდებიან.

ფონდი რუსკი მირ დაასახელებს საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც პრიზის სახით რუსეთის ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა ერგებათ. დანიშნულების ადგილს გამარჯვებული თვითონ აირჩევს.

ჟურნალისტების ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მოთხრობას გამოჩენილ ადამიანზე, რომელიც თავის ირგვლივ სამყაროს ცვლის. ჟურნალ რუსკი რეპორტიორის მთავარი რედაქტორის ვიტალი ლეიბინის თქმით, არ არის სავალდებულო, რომ მოთხრობის გმირი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყოს. ფორმატსაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა — მიიღება სტატიები, ფოტორეპორტაჟები, ვიდეოსიუჟეტები.

ეს შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქექუჩის მოვაჭრე, ექიმი, სტუდენტი ან პენსიონერი. ის უნდა გამოირჩეოდეს რაღაც განსაკუთრებული საქმეებით, რითაც ის სამყაროს უკეთესისკენ შეცვლას ცდილობს. უნდა იყოს ნამდვილი დრამატული ისტორია, და არა ფორმალური, შაბლონური მოთხრობა“, — აღნიშნა ლეიბინმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის აუდიტორიამ მეზობლების ცხოვრების შესახებ უბრალო ადამიანების დრამატული ისტორიებიდან შეიტყოს.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი, მათ შორის მწვავე პოლიტიკურ თემებზე. სიტუაციის გათვალისწინებით, პოლიტიკურ დისკუსიას ვერ აცდები. მე იმის მომხრე ვარ, რომ მტკივნეული საკითხები ყოველთვის განიხილებოდეს. ასე ყალიბდება ასე თუ ისე ობიექტური თვალსაზრისი. ამიტომ ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა“, — უთხრა „Sputnik-საქართველოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.

ასეთი დიალოგის მნიშვნელობაზე რუსული მხარის წარმომადგენლებმაც ილაპარაკეს. ასეთი პირდაპირი და ღია საუბრის ფაქტი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აქ არ არის რაიმე მკვეთრად დაფიქსირებული პოლიტიკური ფორმატი, რაიმე დღის წესრიგი ან აშკარა პოლიტიკური ამოცანა, რომელიც რომელიმე მხარის წინაშე დგას. ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ რუსული და ქართული კულტურები იმდენად არის შერწყმული ერთმანეთთან, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც არ ძალუძს ამ ყველაფრის წაშლა“, — განაცხადა რეჟისორმა ედუარდ ბოიაკოვმა.