დიდი სამამულო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ
საზოგადოება
დიდი სამამულო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვეტერანები განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ.
გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციით დატვირთული შეხვედრა იყო. ესენი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი, თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად. ისინი იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას და არიან განსაკუთრებული ადამიანები, უკვე ძალიან ხანდაზმულები, მაგრამ ძალიან მეომრული შემართებით. მთელი დღე გუშინ პრაქტიკულად მათთან გავატარე. ახლა მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან. მინდა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია და ამით გამოვხატოთ მათდამი მადლიერება. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მათგანს მივულოცო ეს დღე, რომელიც მათთვის და მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, დღეს საქართველოში დიდი სამამულო ომის 676 ვეტერანია დარჩენილი.