სამართალი
სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შემთხვევა 11 მაისს თბილისში მოხდა.
ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი, 1995 წელს დაბადებული .. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე .. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260- მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.