საქართველოს შსს-ს ბრიფინგი თბილისის ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების დაკავების საქმეზე (ვიდეო)
სამართალი
საქართველოს შსს-ს ბრიფინგი თბილისის ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების დაკავების საქმეზე (ვიდეო)

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, შსს მთავარ პროკურატურასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გახდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმე. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი მოხდა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით, არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის, არასრულწლოვანი, გადაყვანილ იქნა სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსადაგალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კლუბებში არაერთი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა, რაც დაფიქსირებულ იქნა ვიდეოსაშუალებებით“, – აცხადებენ შსს-ში (ვიდეო იხ. აქ).
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს რვა ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.
ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ხდებოდა, „ბასიანსადაგალერიშისაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო საგამოძიებო მოქმედებების უშუალოდ კლუბებში ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდის კლუბიდან ინციდენტის გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება”, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ.
პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არცერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არცერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული .., 1992 წელს დაბადებული .., 1996 წელს დაბადებული .., 1997 წელს დაბადებული .., 1995 წელს დაბადებული .., 1994 წელს დაბადებული .., 1994 წელს დაბადებული .. და 1988 წელს დაბადებული .მ.”, – განაცხადეს უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.