პუბლიკაციები
საქართველოში „ნარკომანების რევოლუცია“ მზადდება! - საქინფორმი

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. იმ დროს, როდესაც სომხეთი მდოვრედ გადავიდა მართვის საპარლამენტო მოდელზე, რაც საქართველომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადო, როდესაც სომხეთში არ დაუშვეს „ფერადი რევოლუცია“ და პროტესტი პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი შეცვლით დამთავრდა, საქართველოში სააკაშვილის მომხრეებმა, რომლებსაც ის დაჰპირდა, რომ უახლოეს ხანებში ჩამოფრინდება თბილისში ერევნის გავლით, მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა გადაწყვიტეს.

საქინფორმი
შეახსენებს უცხოელ მკითხველებს - რა ხდებოდა ბოლო ხანებში საქართველოში. მოზარდები - სკოლის მოწაფეები ერთმანეთს დანებს ურტყამდნენ, რასაც ხშირად ლეტალური შედეგი მოსდევდა. ოჯახებში გენდერულმა ძალადობამ მოულოდნელად მასობრივი ხასიათი მიიღო. ბოლო კვირების განმავლობაში კი მკვეთრად გახშირდა ახალგაზრდების სიკვდილი სხვადასხვა ახალი ნარკოტიკის მოხმარების შედეგად. სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე შექმნილმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგალითად, პარტია „გირჩმა“, აგრეთვე ახალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ნარკომანებისა და ლგბტ-ს უფლებებს იცავენ - როგორიცაა „თეთრი ხმაური“, ხელისუფლებას ყველა სახეობის ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოსთხოვეს. მათ ზურგს უმაგრებდნენ ე.წ. „გამოსული ქართული ელიტის“ - ანდერგრაუნდისა და „ოქროს ახალგაზრდობის“ წარმომადგენლები, რომლებსაც კანონთან პრობლემები აქვთ, მაგრამ ძლიერი „ზურგი“ ჰყავთ. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ბრძანებით მასობრივად იწყალებს ნარკომანებსა და ნარკორეალიზატორებს, მათ შორის - საკუთარი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ხოლო ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ნარკორეალიზატორებს სულს უბერავს, სანამ ისინი ციხეში არიან.

და აი, მეორე დილით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის დამთავრების შემდეგ, რომელმაც თავმჯდომარედ მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აირჩია, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიშა სააკაშვილის მიერ გამოზრდილმა ზემოხსენებულმა „ინტელიგენტმა“ ახალგაზრდობამ დაიწყო ისტერიული საპროტესტო მიტინგები „ჩვენ ვთავისუფლდებით!“. საბაბი გახდა 6 მაისის ღამეს პოლიციის რეიდები თბილისის რამდენიმე ცნობილ ღამის კლუბში, სადაც ფაქტზე დააკავეს 8 ნარკორეალიზატორი, ხოლო კლუბების ათეულობით სტუმარი, რომლებმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, ნარკოტიკული თრობის მდგომარეობის მიუხედავად მშვიდობიანად გაუშვეს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ შეკრებილმა 5-ათასიანმა ბრბომ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ცნობილი „სამოქალაქო“ აქტივისტები - ნარკომანები, ფემინისტები, ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები, აგრეთვე „გლამურული ბომონდის“ სხვა წარმომადგენლები - ავანგარდული პოეტები, მსახიობები, ტელეწამყვანები და ერთი გაზეთის რედაქტორი თავის ვაჟთან ერთად, რომელიც ცოტა ხნის წინ ნარკოტიკების გამო დააპატიმრეს - შს მინისტრ გიორგი გახარიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოითხოვა. შემდეგ აღრიალებულმა ბრბომ და მათმა უცნობი სქესის ლიდერებმა ტატუირებით და საყურეებით, რომლებიც მიკროფონში მთელი საქართველოს გასაგონად (ონლაინ ტელეტრანსლაცია ხომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მიჰყავდა) გაჰყვიროდნენ ბინძურ გინებას, მოითხოვეს „სრული თავისუფლება და დემოკრატია, ბრძოლა კორუმპირებულ ხელისუფლებასთან, როგორც სომხეთში, რათა საქართველო საბოლოოდ არ გადაიქცეს პუტინის რუსეთად“.

მაშინვე გაჩნდნენ დიჯეები, ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და პლაკატები „Stop Moscow!“ და „ჩვენ აქ მეორე პუტინი არ გვჭირდება!“, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, ასევე მარგველაშვილის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები, მუდმივად მორიგეობდნენ აქციაზე, „რათა არ დაეშვათ „მშვიდობიან შეკრებაზე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების“ დარღვევა“.
პოლიციის კორდონმა უკან დაიხია, პოლიციელები ლამის ბუზებს უგერიებდნენ პროტესტის მონაწილეებს და დაუბრკოლებლად მისცეს შესაძლებლობა, მთლიანად გადაეკეტათ მოძრაობა რუსთაველის გამზირზე და იქ კარვები დაედგათ, რითაც დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის პარალიზება მოხდა.

პროტესტის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს „ღამის კლუბებში პოლიციის არნახული რეიდებით შეშინებულმა“ ინგლისურენოვანმა ტურისტებმა, ასე რომ, ნარკოტურიზმი საქართველოში მართლაც საფრთხეში აღმოჩნდა...

საქმეს აშკარად ახალი „ვარდების რევოლუციის“ სუნი ასდის, ოღონდ ამჯერად, თუ ეს მოხდება, მას „ნარკომანების რევოლუციას“ დაარქმევენ

(გაგრძელება იქნება)

 


საქინფორმი