გერმანელები რუსეთს უფრო ენდობიან, ვიდრე აშშ-ს - Bayerischer Rundfunk
პოლიტიკა
გერმანელები რუსეთს უფრო ენდობიან, ვიდრე აშშ-ს - Bayerischer Rundfunk

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. როგორც აღმოჩნდა, გერმანიის მცხოვრებნი უკვე რუსეთს უფრო ენდობიან, ვიდრე აშშ-ს, იუწყება Bayerischer Rundfunk. „ვლადიმერ პუტინი უსწრებს დონალდ ტრამპს, - აღნიშნულია სტატიაში გერმანული რადიოკომპანიის საიტზე, - გერმანელების ნდობა როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის მიმართ მცირეა, ოღონდ ამერიკელებს ისინი მეტად აღარ ენდობიან“.
Deutschlandtrend-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, გფრ-ის მოქალაქეთა 30% მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ნდობა შეიძლება. ეს 4%-ით მეტია, ვიდრე გასულ თვეში. “და გერმანელთა მხოლოდ 25% ენდობა შეერთებულ შტატებს (მინუს 3% აპრილთან შედარებით), - თანაც ამ შედეგზე ჯერ არ ასახულა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ირანთან ატომური შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ“, - ხაზს უსვამს Bayerischer Rundfunk.