ყველას უმორჩილესად ვთხოვ, არ მიიღონ ეს შხამი, არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის! - დავით სერგეენკო
აქტუალური
ყველას უმორჩილესად ვთხოვ, არ მიიღონ ეს შხამი, არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის! - დავით სერგეენკო

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არ არსებობს განსხვავება ნარკოტიკებს შორის. მინისტრის თქმით, ყველა მათგანს შეუძლია სიცოცხლის მოსპობა.
კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას უმორჩილესად ვთხოვო, როგორც მოქალაქემ, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმაარ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის მოსპობა. ამიტომ ყველას უმორჩილესად ვთხოვ, არ მიიღონ ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარებისა და მიწოდების შემცირება იმისათვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა სერგეენკომ.