სამართალი
ვაკის პარკში დაპირისპირების დროს ვალერი კვარაცხელია დააკავეს (ვიდეო)

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირებისას „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს (ვიდეო იხ. აქ).
შსს-ს ცნობით, კვარაცხელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა საქმის მასალები სასამართლოშია გადაგზავნილი. მომხდართან დაკავშირებით სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ვაკის პარკთან პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკის მიტანის გამო გამოხატეს, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდნენ.
დაპირისპირება სწორედ სოციალისტური მოძრაობის წევრებსა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
ერთ-ერთმა პირმა სოციალისტური მოძრაობის წევრებს კვერცხები ესროლა.