„ქართული ოცნების“ ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში გაიმართება - საქინფორმი
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში გაიმართება - საქინფორმი

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს მეხუთე ყრილობა 11 მაისს მთაწმინდის პარკში, კლუბ ანდერვილში გაიმართება.
“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს. ყრილობა იმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.
მათივე ინფორმაციით, ყრილობა 16:00 საათზე დახურულ ფორმატში დაიწყება პროცედურული ნაწილით, ხოლო 17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება.
თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა უკვე დაასახელა. პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილი არიან შემდეგი კანდიდატები:
ქართული ოცნებისდამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი;
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე;
ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი;
ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე;
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე;
ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე;
პარლამენტის წევრები პარტია „ქართული ოცნებიდან“: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი;
მთავრობის წევრები – ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი;
„საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე
დავით საგანელიძე;
თბილისის
მერი კახი კალაძე.