პოლიტიკა
როგორც ირაკლი ალასანიას პარტიის"თავისუფალი დემოკრატები" პრესსამსახური იუწყება, ლიდერი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, "ჩეთემ ჰაუსში" სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით შეცვლაზე ისაუბრა.
"ეს არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მხარს უჭერენ. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება საქართველოში განხორციელდება ხალხისა და მოქალაქეების არჩევანის შესაბამისად", - აღნიშნა მან.
ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, ალასანია უკვე შეხვდა ინგლისის პარლამენტის წევრებს. გამართა შეხვედრები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ლონდონში ვაშინგტონიდან ჩავიდა, სადაც თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა.