ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა
უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. არმიის შექმნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანთან ერთად, ნიკოლ ფაშინიანმა სტეპანაკერტის ძმათა მემორიალურ კომპლექსში გამართულ ცერემონიას დაესწრო და მეორე მსოფლიო ომსა და ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 8 მაისს მრავალდღიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაამტკიცა.

1tv.ge