საზოგადოება
თოვლმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის მოძრაობა შეზღუდა

tovliani-gzaდიდთოვლობის გამო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის მიმოსვლა, მეორე დღეა, შეფერხებულია.

ქუთაისის ავტოსადგურებში თბილისის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ქუთაისსა და თბილისს შორის მოძრაობის შეფერხებაში ავტოსადგურებს ადანაშაულებენ. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის – ნუგზარ გასვიანის განცხადებით, ავტოსადგურებიდან გაუმართავი ტრანსპორტი გამოდის, ისინი ზამთრის გზებზე სამოძრაოდ სათანადოდ არ არიან აღჭურვილი. ამიტომ პატრული, უსაფრთხოების მიზნით, მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია. სხვა ტრანსპორტისთვის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.