აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერად არჩევას ულოცავს

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.
ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრად ახლად არჩეულ ნიკოლ ფაშინიანს. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს თქვენს მომავალ საქმიანობაში. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს და გვერდით უდგას მოძმე სომხეთს. მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე კავშირები და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში“, – ვკითხულობთ მილოცვაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს. კენჭისყრა პარლამენტში გაიმართა. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი იყო. ახალმა პრემიერმა მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს.